თბილისის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით,
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, დიღმის მასივის II კვარტლის, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილის, ახალციხელის, მეფე არჩილის, დიუმას, პუშკინის, კოტე აფხაზის და რობაქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, კაკაბაძის, სადმელის, ჩარგლის, მაღალაშვილის, სამოცდამეცამეტე, გამყრელიძის, ამირანაშვილის, ველისციხის, თიანეთის, სიხარულიძის და გარიყულის ქუჩების მაცხოვრებლები.
11 საათიდან 17 საათამდე კი შეზღუდვა ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, ავლიპ ზურაბაშვილის, გარე კახეთის, დოესის, ცუცხვათის, აწყურის, ზინდისის, სადგერის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 12 საათამდე ელექტრომომარაგება წყნეთის გზატკეცილის და საკანდელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე ლიბანის და სალხინოს ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდება.

















