თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „წერეთელზე“ დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე ესკალატორების
ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება.
ამის გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურმა ,,წერეთელმა“ დროებით შეწყვიტა მგზავრების მიღება.
„წერეთლის“ სადგურზე უკვე მობილიზებულია სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც ოპერატიულად მოახერხეს დაკვამლიანების შეჩერება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა.
დანარჩენი მეტროს სადგურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

















