გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ტურიზმის დეპარტამენტის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელთან გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად, ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა.
შენობაში საგამოფენო სიცრცე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ადმინისტრაცია განთავსდება.
მშენებლობას გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს. პროექტის ეფექტურად განხორციელებას საკონსულტაციო ჯგუფი (GFA)უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 793 450 ლარს შეადგენს.
2017 წელს დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 6 737 500 ლარი დაიხარჯება.

















