გამარჯვების დღის აღსანიშნავად დღეს ქარელში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შინმოუსვლელთა მემორიალი ყვავილებით
შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ასევე გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელები, მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლი „ქარელი“ და სხვა ადგილობრივი შემსრულებლები.
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის 8 ვეტერანს საჩუქრად ფულად თანხას გადასცემს.
9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

















