აფხაზეთის ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის
მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, დავით გვაძაბია, აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

















