მიმდინარე კვირაში თბილისში შიდსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც „ნიუსპრესს“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის
ცენტრში განუცხადეს, 40 წლამდე მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი შიდსის ვირუსის ფონზე გართულებული ღვიძლის დეკომპესირებული ცეროზი იყო.
მედიკოსების თქმით, მიმდინარე წლის 1 ივნისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში შიდსის 3 339 შემთხვევაა რეგისტრირებული. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
2012 წელს შიდსის 224 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 51 პაციენტი გარდაიცვალა. მკურნალობას კი, 1209 პაციენტი გადის, მათგან 36 ბავშვია.

















