logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა
ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა
16:30 06.05.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება, რომლის მიზანია აღნიშნული ჯიშების პოპულარიზაცია და ბაზარზე მათი სამრეწველო მიმართულებით დაბრუნება, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

ახალი ღვინოების პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ცენტრის სპეციალისტებმა მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის კვლევითი ცენტრის მნიშვნელობაზე, ასევე იშვიათი ვაზის ჯიშების წარმოების პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ 20-ზე მეტი იშვიათი ჯიშისგან დამზადებული ღვინოები დაეგემოვნებინათ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ექსპერიმენტული ბაზა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში 80 ჰაფართობზეა განთავსებული. საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 350 უცხოურიდა 437 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშები თავის დროზე სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა და მისგან უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინო მზადდებოდა. სწორედ აღნიშნული ჯიშების სამრეწველო მიმართულებაში დაბრუნების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას დამათ კვლევას ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა 2007 წელს ა(ა)იპ „აგრო“-სა და შპს „აგრო-ქართუ“-ს მიერ საქველმოქედო ფონდის „ქართუ“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. 2014 წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჯიღაურას სადემონსტრაციო მეურნეობა სახელმწიფოს გადასცა, რომლის ბაზაზეც სსიპ სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ჩამოყალიბდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა