logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნაძალადევის რაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევის რაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
14:53 06.05.2017
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნაძალადევში განახლებული სკვერი დაათვალიერა.
მეტრო ,,ნაძალადევის” მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკ-სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებელი რეკრეაციული ზონის სრულირეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა. სკვერი სრულად კეთილმოეწყო. დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა, შადრევანი, დაიგო ქვაფენილი, მოეწყო ბორდიურები და კიბეები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაიგო რულონური გაზონი და დაირგო 800 ძირი მარადმწვანე ბუჩქი.
,,ეს არის საზოგადოების თავშეყრის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება. იყო მოთხოვნა სკვერის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. 150 000 ლარი დაიხარჯა სკვერის განახლებაზე. უახლოეს დღეებში აღდგება შადრევანი და აქ ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე იქნება. თითო რაიონის ტერიტორიაზე ასეთი ათი სკვერი განახლდება, რათა მეტი დასასვენებელი სივრცე გვქონდეს ქალაქში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სკვერში დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ზონის მოწყობა, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდება.
ასევე, გურამიშვილის გამზირზე დასრულდა ოთხკილომეტრიანი გზის გამყოფი ზოლის რეაბილიტაცია. დაიგო რულონური ბალახი და 16 სახეობის 18 200 ძირი მცენარე დაირგო (ტუია, ღვია, ნანდინა, ნეკერჩხალი, თუთის ხის მტირალა ფორმა, არყის ხე, ლეილანდის კვიპაროსი, სმარაგდა, როზმარინი, ოლეანდრა, ლავანდა).
თბილისის მერთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გოგა წერეთელმა და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა