სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე
ხვალ იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების მიზანია აღნიშნული ჯიშების პოპულარიზაცია და ბაზარზე მათი სამრეწველო მიმართულებით დაბრუნება.
ღონისძიებას, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.

















