თბილისში ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ დღეს „ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს“ გაიმართება.
ღონისძიებაში საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები და ფოლკლორისტები
მიიღებენ მონაწილეობას.
წარმოდგენილი იქნება საქართველოს მთიანეთისთვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები. სპეციალურად საღამოსთვის დამზადდება ხევსურული ლუდი.
2007 წლიდან თბილისში, ბავშვთა ქალაქ "მზიურში" ტურისტული კომპანია თებულოტურის ორგანიზებით, ტრადიციულად, ყოველ 26 ივნისს ტარდება ”ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს”, სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა, საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილეობს.
ღონისძიების მიზანია პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი, ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.
საღამოზე დასწრება თავისუფალია.

















