logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ხულოში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ხულოში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
18:58 05.05.2017
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მცირე დარბაზში დღეს ორგანიზაცია CENN-ის აჭარის კოორდინატორმა კახაბერ გუჩმანიძემ, გამგებლის პირველ მოადგილე ლაშა ბოლქვაძესთან ერთად საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს ნარჩენების მართვის 2016–2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016–2020 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე განხილვა წარმოადგენდა.

საქართველოს კანონის “ნარჩენების მართვის კოდექსი” მე-13 მუხლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობები ვალდებულნი არიან შეიმუშაონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა წარმოადგენს ჩარჩო-დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს მის იურისდიქციაში, ნარჩენების მართვას და შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც მას აკისრია ნარჩენების მართვის კუთხით ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით.
აღნიშნული გეგმის მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესება.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაწყებულია მუშაობა ნარჩების მართვის გეგმის შემუშავებაზე. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა მზადდება “ნარჩენების მართვის კოდექსის” მოთხოვნების შესაბამისად. გეგმის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის პროცესის დაგეგმვა ნარჩენების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე პრაქტიკის მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, გეგმა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის ისეთი სისტემის შემუშავებასა და განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე როგორც მოსახლეობისათვის, ისე ადგილობრივი ორგანიზაცია-დაწესებულებების და საწარმოებისათვის ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ეფექტიანი სერვისის მიწოდებას.

როგორც ყველა პროექტი, აღნიშნული გეგმაც ითვალისწინებს ნარჩენების მართვის გეგმის საჯარო განხილვებს, გამოკითხვებს, და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას, აგრეთვე მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ინფორმირებულობის დონის შესწავლას ისეთი საკითხებისადმი როგორებიცაა ნარჩენების შეგროვების სისტემა, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მომსახურების გადასახადი და მისი ამოღება, ამ მომსახურების ეფექტიანობა, გარემოს დაბინძურება და სხვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა