logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საგარეო საქმეთა სამინისტროში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ისრაელში გამგზავრების წესები გააცნეს
საგარეო საქმეთა სამინისტროში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ისრაელში გამგზავრების წესები გააცნეს
17:01 05.05.2017
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი და შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ისრაელში უვიზო მიმოსვლისა და საემიგრაციო წესებში შესატანი ცვლილებები გააცნეს.

კერძოდ აღინიშნა, რომ ისრაელთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისრაელის ტერიტორიაზე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე გაჩერდეს. უვიზო მიმოსვლა გულისხმობს მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტებით მგზავრობას, როგორიც არის: ტურიზმი, კერძო ვიზიტები, სამედიცინო მომსახურების მიღება და სხვა. და არავითარ შემთხვევაში - სამუშაოდ ან სხვა გრძელვადიანი მიზნებისთვის გამგზავრებას. სამუშაო ან სხვა ტიპის გრძელვადიანი ვიზიტების შემთხვევაში, მოქალაქე ვალდებულია შესაბამისი ვიზა ისრაელის საელჩოში მიიღოს.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ასევ განემარტათ, რომ ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს, როგორც „უსაფრთხო ქვეყნის“ აღიარებასთან დაკავშირებით 17 აპრილიდან ამოქმედდება კიდევ ერთი ახალი რეგულაცია. რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების განცხადებები დაჩქარებული წესით განიხილება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს უარს ეტყვიან განცხადების განხილვაზე, მის მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება ისრაელის სახელმწიფოდან იძულებით გაძევების (დეპორტაციის) პროცედურები. ამ რეგულაციის შემოღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს მოქალაქეები, თავშესაფრის მიღებაზე უარის მიღების შემდგომ მიღებული შეტყობინების მიუხედავად - 7 დღის განმავლობაში დაეტოვებინათ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორია - არალეგალურად რჩებოდნენ ისრაელის სახელმწიფოში.

ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ ისრაელური მხარე საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირებას, როგორც საზღვარზე, ისე ქვეყნის შიგნით ახდენს ბიომეტრული მონაცემებითა და პირადი ნომრის მეშვეობით, რაც მინიმუმამდე ამცირებს შეცვლილი დემოგრაფიული მონაცემებით ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არალეგალური მიზნებით შეღწევის მცდელობას.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მხარის სურვილია შესთავაზოს ისრაელის მხარეს შრომითი მიგრაციის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დაწყება, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს სამუშაო მიზნით ლეგალურად გაემგზავრონ ისრაელში. თუმცა, შეთავაზების წინაპირობას წარმოადგენს საქართველოდან არალეგალური მიგრაციის ნაკადის მნიშვნელოვანი კლება, რის შემდეგაც გახდება შესაძლებელი მოლაპარაკებების წარმოება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა