logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი მაისში გაიხსნება
რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი მაისში გაიხსნება
16:22 05.05.2017
რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 4 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული კომპლექსი მაისში გაიხსნება.

მშენებლობის მიმდინარეობას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო.

„დასასრულს უახლოვდება ახალი სარაგბო ბაზის მშენებლობა მუხიანის ტერიტორიაზე. სპორტის მინისტრთან ერთად ვახორციელებთ მშენებლობის მონიტორინგს, რომელიც უახლოეს 20 დღეში დასრულდება, დასუფთავდება ტერიტორია და შემდეგ უკვე მზად იქნება იმისათვის, რომ ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს ახალგაზრდულ რაგბში. მნიშვნელოვანია პროექტი ჩვენი ქალაქისთვის,განსაკუთრებით ამ ტერიტორიისთვის, ვინაიდან,ასეთი ბაზა აქ პრაქტიკულად არ არსებობდა, ამიტომ, ჩვენი პატარების და ჩვენი მომავლის სპორტულ და ჯანსაღ ცხოვრებაში ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომლისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 მლნ. ლარამდე დაიხარჯება,“- განაცხადა თბილისის მერმა.

გლდანში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ რაგბის ახალ სავარჯიშო კომპლექსში უკვე აშენებულია - ადმინისტრაციული შენობა, ტრიბუნები და სავარჯიშო დარბაზი. მთელ პერიმეტრზე მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ღობე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონების საფარის მოწყობა, კოსმეტიკური სამუშაოები და შიდა ტერიტორიის კეთილმოწყობა.

სავარჯიშო კომპლექსში ოთხი მოედანია განლაგებული : ერთი ბუნებრივ საფარიანი, ორი ხელოვნური და ერთიც ქვიშის. კომპლექსში მდებარე სავარჯიშო დარბაზი სულ მალე სპორტული ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის მიხედვით აშენებულია 1000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა. სავარჯიშო კომპლექსს აქვს საკუთარი პარკინგის ზონა.

რაგბის სავარჯიშო კომპლექსს შპს „საბაკონსტრაქშენი“ აშენებს, სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო და მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 499 000 ლარი დაიხარჯება.

სარაგბო კომპლექსში დღესვე თბილისის მერთან ერთად გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იმყოფებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა