logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
განათლების მინისტრმა საერთაშორისო და სახელმწიფო კვლევების შედეგების პრეზენტაცია გამართა
განათლების მინისტრმა საერთაშორისო და სახელმწიფო კვლევების შედეგების პრეზენტაცია გამართა
14:41 05.05.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებისთვის TIMSS-ისა და PISA-ს საერთაშორისო კვლევებსა და სახელმწიფო შეფასების შედეგებზე პრეზენტაცია გამართა. 2015-2016 წელს ჩატარებული კვლევები სწავლის შედეგებს, დინამიკასა და იმ ფაქტორებს უკავშირდება, რაც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე.
საერთაშორისო კვლევების თანახმად, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს 2015 წლის შედეგები, წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია. თუმცა, პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, საქართველოს შედეგი საერთაშორისო საშუალო ნიშნულს ვერ აღწევს.
საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებები ქვეყნებს საშუალებას აძლევს საკუთარ საგანმანათლებლო შედეგებს გაეცნონ და გაანალიზონ. აღნიშნულ შედეგებზე ფართო მსჯელობების ორგანიზებას განათლების სამინისტრო უახლოეს პერიოდში მედიასთან და საზოგადოების დაინტერესებულ ჯგუფებთან გეგმავს.
სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასებებს საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უძღვება. ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მხარდაჭერით 3-4 ივნისს კონფერენციას მართავს, რომლის მიზანია, სასკოლო განათლების სისტემაში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლებაში არსებული ვითარების შესახებ საზოგადოებისა და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთა ინფორმირება, ფართო დიალოგის ინიცირება განათლების ხარისხისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

TIMSS-ის საერთაშორისო კვლევა

TIMSS-ი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს. 2015 წლის შედეგებით, ქართველი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში არსებითად ჩამორჩება TIMSS-ის საერთაშორისო საშუალო ნიშნულს (500) როგორც მე-4, ისე მე-8 კლასში.
მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 22% და მერვეკლასელთა 28%, მათემატიკაში მინიმალურ ცოდნასაც არ ფლობს. ბუნებისმეტყველებაში იგივე შედეგი მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 26% და მერვეკლასელთა 30%-ს აქვს.
მეოთხე კლასიდან მერვე კლასამდე მოსწავლეთა შედეგები უარესდება. დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლა-სწავლებაში არსებული ხარვეზები, საბაზო საფეხურზე ახალი ცოდნის შეძენის პროცესში დამატებით ბარიერებს ქმნის.

PISA -ს საერთაშორისო კვლევა

PISA-ს სამიზნე ჯგუფი 15 წლის მოზარდები არიან და საფუძვლად უდევს წიგნიერების ზოგადი კონცეფცია. კვლევა არა მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ცოდნას აფასებს, არამედ პრაქტიკაში მის ინტეგრირებულად გამოყენებას.
შედეგების მიხედვით, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი დაბალია. მოსწავლეთა ნახევარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზო კომპეტენციებს არ ფლობს.

სახელმწიფო შეფასება

სახელმწიფო შეფასება აჩვენებს, რომ დაგეგმილ და მიღწეულ ეროვნულ სასწავლო გეგმას შორის არსებითი სხვაობაა. მე-9 კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზე მათემატიკაში მოსწავლეთა 30.3%; ფიზიკაში მოსწავლეთა 34,8%, ქიმიაში 49,1%, ხოლო ბიოლოგიაში 13,3% ვერ ახერხებს.
კვლევამ განსაკუთრებით დაბალი შედეგი აჩვენა იმ დავალებების შესრულებაში, რომლებიც მსჯელობას და პრობლემის გადაჭრის უნარს მოითხოვს.
სწავლის თანაბარი შესაძლებლობის თვალსაზრისით, კვლევით დგინდება, რომ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სოფლად მცხოვრები მოსწავლეების მიღწევები არსებითად ჩამორჩება ქალაქში მცხოვრებ თანატოლების მიღწევებს. თვალსაჩინოა, კერძო სკოლის მოსწავლეების უპირატესობა, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------TIMSS-ის კვლევაში საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს. ის ყოველ ოთხ წელიწადში ტარდება და მეოთხე და მერვე კლასებში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს. ყველაზე ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო საერთაშორისო შეფასებაში 600 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------PISA-ს საერთაშორისო კვლევა 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და ამოწმებს არა მოსწავლეების მიერ სკოლის პროგრამის ათვისებას, არამედ რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებულები აქტიური და სრულფასოვანი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. PISA ხორციელდება 2000 წლიდან და ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------სახელმწიფო შეფასების მიღწევის ტესტი სრულად ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. შესაბამისად, საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ და შევადაროთ ერთმანეთს ის, რაც დავგეგმეთ, დავისახეთ მიზნად (ეროვნული სასწავლო გეგმა) და რასაც მივაღწიეთ (მოსწავლეთა სწავლის შედეგები - მიღწეული ეროვნული სასწავლო გეგმა).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა