ენერგოქსელში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია დიდუბისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის ნაწილს არ მიეწოდება. შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის, სამტრედიის ქუჩისა და გამოფენის ტერიტორიის ნაწილს, ცისარტყელას, ზესტაფონის, ბენდელიანის ქუჩებს და ცოტნე დადიანის გამზირის ნაწილს, თემქის III მიკრორაიონის I კვარტალს, ჭყონდიდელის, სართანიას, რომელაშვილისა და მიმდებარე ქუჩების, ასევე, გლდანის მესამე და მეოთხე მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
ამავე დროს ენერგომომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონის რიგ ქუჩას - მოსკოვის გამზირის ნაწილს, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს ნაწილს, ლილოს დასახლების ნაწილს და ვარკეთილი-3-ის IV მიკრორაიონის ნაწილის აბონენტებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონში ლუბლიანას, ჩაჩავას, ჭიაურელის (ნაწილობრივ) და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. ამ დრომდე ელექტროენერგიის მიწოდება ვაკის რაიონის ნაწილს და დაბა წყნეთს შეეზღუდება.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), შანდორ პეტეფის, ბაბისხევის, ბეღლეთის, ბჟოლეთის, კიკეთის, კაიშაურის, შილდისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ამავე დროს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება საბურთალოს რაიონში ყაზბეგის გამზირის ნაწილს, შმიდტის, საირმისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტრომომარაგება მთაწმინდის რაიონის ნაწილსაც შეეზღუდება. კერძოდ, ელექტროენერგია არ მიეწოდება ავთანდილის, ოქროყანის, მესხის, ამაღლების, შინდისის, შხეფისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს.

















