logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პატრიარქის თავმჯდომარეობით უწმინდესის საერთაშორისო ფონდის მმართველი საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა
პატრიარქის თავმჯდომარეობით უწმინდესის საერთაშორისო ფონდის მმართველი საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა
18:33 04.05.2017
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II საერთაშორისო ფონდის მმართველი საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ მმართველი საბჭოს წევრები: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე, პროტოპესვიტერი გიორგი ზვიადაძე, თამაზ გამყრელიძე, გიორგი კვესიტაძე, ნონა გაფრინდაშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, დავით მუსხელიშვილი, ლადო პაპავა, არჩილ ფრანგიშვილი , რუსუდან ფეტვიაშვილი, გიორგი ანდრიაძე; ასევე, მოწვეული სტუმრები: აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აღმოსავლეთმცოდნე თამილა მგალობლიშვილი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია, აკადემიკოსი სერგო ვარდოსანიძე, ისტორიკოსი ელდარ ბუბულაშვილი და წარმომადგენლები მეციერებათა აკადემიიდან და კულტურის სამინისტროდან
სხდომამ მოისმინა პატრიარქის ფონდის გენერალური მენეჯერის ლაშა ჟვანიას ინფორმაცია ფონდის მიერ 2016 წელს განხორციელებული პროექტების და 2017 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ.
მმართველმა საბჭომ მადლიერება გამოხატა ბატონ დავით იაკობაშვილის მიმართ ფონდის მიერ გასახორციელებელი პროექტების ფინანსური მხარდაჭერის მზაობის გამო.
საბჭომ მოისმინა - ,,მსოფლიო ხვდება საქართველოს’’- პრეზენტაცია.
პროექტი ,,მსოფლიო ხვდება საქართველოს’’ გულისხმობს ევროპული და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის თავალსაჩინო გახადოს ის სულიერი და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, სახელმწიფოებრივი ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, რითაც უძველისი ქრისტიანული ცივილიზაციის ქვეყანა - საქართველო - უერთდება თავისუფალ სამყაროს და შეაქვს თავისი წვლილი მსოფლიო კულტურისა და ევროპული ჰუმანიზმის საგანძურში.
საერთაშორისო პროექტი ,,მსოფლიო ხვდება საქართველოს’’ (,,ევროპა ხვდება საქართველოს’’; ,,შეხვედრები საქართველოსთან’’) ზოგადეროვნული, სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც თავისი მასშტაბით და ორიგინალობით ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, უპრეცენდენტოა ჩვენს სინამდვილეში.
პროექტი მზადდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო ფონდის, საქართველოს ლიდერი სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების და სახელოვნებო ცენტრების, საერთაშორისო არენაზე აღიარებული ქართველი და უცხოელი მეცნიერების თანაავტორობითა და მონაწილეობით.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნესტან კირთაძე და დავით ცხადაძე.
კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მმართველმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აკადემიკოსები მზექალა შანიძე, ეთერ ქემერტელიძე და ნანა ხაზარაძე დაჯილდოვდნენ ფონდის საპატიო სიგელით. ასევე, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ანსამბლი „ქართული ხმები“ (ანსამბლის ჩამოყალიბების 30 წლისთავთან დაკავშირებით) და გოგონათა ანსამბლი ,,გორდელა“ (ანსამბლის ჩამოყალიბების 10 წლისთავთან დაკავშირებით).


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა