logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოზარ სუბარმა საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი გახსნა
სოზარ სუბარმა საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი გახსნა
13:55 03.05.2017
პირველად საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში იოჰანეს ფან დერ კლაუ დაესწრნენ.
100 ბენეფიციარზე გათვლილ ცენტრში საერთაშორისო დაცვის მქონე პირები შეისწავლიან ქართულ ენას, გაეცნობიან მოქმედი კანონმდებლობის საბაზისო პრინციპებს, ქვეყნის მოკლე ისტორიასა და კულტურულ თავისებურებებს, რაც ხელს შეუწყობს მათი შემდგომი ინტეგრაციის პროცესს.
ცენტრში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ გაუწევენ კონსულტაციებს, რომლებსაც მათ საქართველო ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლებისა და დასაქმების მიმართულებით სთავაზობს.
ინტეგრაციის ცენტრის კეთილმოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისმა 100 000 ლარით დააფინანსა.
ცენტრის ადმინისტრირებისა და ბენეფიციარებისთვის ინტეგრაციის პროგრამების განხორციელების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა, საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივ დამცველს“ გადაეცა, რომელიც საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისთვის საინტეგრაციო პროექტებს განახორციელებს. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში კი, ცენტრის ბენეფიციარებს ქართული ენის შემსწავლელ კურსებს ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლა შესთავაზებს.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში საერთაშორისო დაცვით 1500-ზე მეტი პირი სარგებლობს, შესაბამისად მათი ინტეგრაციის საკითხი დღის წესრიგში დგას. ამასთანავე, ინტეგრაციის ცენტრის გახსნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენდა, რომელიც სამინისტროს მიერ წარმატებით შესრულდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა