logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს გზების სანავიგაციო სისტემა შეიქმნება
საქართველოს გზების სანავიგაციო სისტემა შეიქმნება
13:25 03.05.2017
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის საველე აღწერას ახორციელებს. ამჟამად აღწერითი სამუშაოები ხაშური-მცხეთის მონაკვეთზე მიმდინარეობს.
საველე მეთოდით, საავტომობილო გზათა ქსელის აღწერითი სამუშაოები უკვე დასრულებულია სარფი-ბათუმი-ქობულეთი-ფოთის, სამტრედია-აბაშა-სენაკი-ფოთის, სამტრედია-ლანჩხუთი-სუფსა-გრიგოლეთის, სენაკი-ხობი-ზუგდიდი-ანაკლიას, სამტრედია-ქუთაისის შემოვლითი გზა-ზესტაფონი-რიკოთის გვირაბი-ხაშური (მათ შორის ქ. ქუთაისში გამავალი ძველი მაგისტრალი) მონაკვეთებზე.

სულ, ეროვნული ნავიგაციის პროექტის ფარგლებში აღწერილი შიდასაქალაქო და მაგისტრალური საავტომობილო გზების საერთო სიგრძე 1 535 კმ-ს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის საველე ოპერატორებმა სანავიგაციო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მონაცემები აღწერეს, მათ შორის: სატრანსპორტო მოძრაობის მარეგულირებელინიშნები, ბენზინ და გაზ გასამართი სადგურები სათანადო ინფრასტრუქტურით და შესაბამისი ფოტომასალით.

"გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია აქვს. საავტომობილო გზები კი მნიშვნელოვან საბაზისო გეოგრაფიულ მონაცემს წარმოადგენს. ამიტომ ქვეყნის მასშტაბითგზათა ქსელის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გეომონაცემთა ბაზის ფორმირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საჯარო რეესტრი საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. დამუშავებულ მონაცემებში გზათა ნომენკლატურა-საერთაშორისო და ეროვნული ტიპი, კლასი, ზოლების რაოდენობა, საფარი, ცალმხრივობა, სიჩქარის შეზღუდვა, სეზონურობა და სხვ. მახასიათებლებიც იქნება გათვალისწინებული"- ნათქვამია საჯარო რეესტრის ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, საჯარო რეესტრი ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (Google, Tomtom) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებაპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში, და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა და საქართველოს გეოგრაფიული მონაცემების გლობალურ სანავიგაციო სისტემებში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია. პროექტი ხელსშეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა