თბილისის მერია ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს დაარსებიდან 76 წლის შესრულებას ულოცავს.
„მოსწავლე
ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს დაარსებიდან 76 წელს ვულოცავთ. სასახლეს ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს და მოზარდების არაფორმალური განათლების მიღების კუთხით დღემდე უდიდესი მისია აკისრია. აქ აღიზარდა არაერთი თაობა და მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებსა და ახალგაზრდებს სასახლე მუდმივად სთავაზობს თანამედროვე მეთოდებსა და საუკეთესო პრაქტიკას.
იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიანი სკოლის გარეშე,არაფორმალური და დამატებითი განათლების შესაძლებლობა, თბილისის მერია სასახლის მმართველ გუნდთან ერთად ძალ-ღონეს არ იშურებს და მომავალში, ამ კუთხით, კიდევ უფრო ეფექტური ნაბიჯებიგადაიდგმება. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შენობა თბილისელ ბავშვებს გადაეცა წერდა, რომ სასახლე „მომავალი თაობის აღზრდის ნამდვილ კერად“ გადაიქცეოდა, შესაბამისად, ამ ცოდნის კერის განვითარება და ხელშეწყობა ჩვენი მოვალეობაა, რისთვისაც მაქსიმუმს გავაკეთებთ“-ნათქვამია მერიის მისალოც განცხადებაში.

















