კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე განხორციელებული სარეაბილიტაციო
სამუშაოების შემდგომ ახალ ქსელზე გადაერთების მიზნით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 3 მაისს, დღის 12:00 საათიდან, ისნის რაიონში წყალმომარაგება ბოჭორმის, ლუსინიანის, ბოდბის, ისნის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
აღნიშნულ ქუჩებს წყლის მიწოდება 4 მაისის დილის 09:00 საათიდან აღუდგებათ.

















