თბილისის ცალკეულ უბნებსა და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით,
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ),ლილოს დასახლების, სადგური ლილოს, ლოტკინის ხევის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ქურხულის, გუთნის, ფოსტის, ნიორაძის, თელავის, მუკუზნის, სამღერეთის, ჟღენტის, ზედაუბნის, კოდალოს, მაღაროს, თამარაშვილის, დობროლიუბოვის, კალიუჟინის, მიტინგის, ენისელის, ბახმაროს, ზაქარაიას, თიგიშვილის, მესხიშვილის, კაჭრეთის, ინწკირველის, ურიდიას, ჭირნახულის, ჭიაურელის, ლუბლიანას, ბოხუას, ტევერენკოს, ბარნოვის, კეკელიძის, ჩაიკოვსკის, ბერიძის, ჩიტაძის, ჭონქაძის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), მახათის მთის, ცაიშის, ქვალონის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 11:30 საათიდან 18 საათამდე ბარალეთის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, სარაჯიშვილის, ფოცხიშვილის, ულიანოვის და გურამიშვილის ქუჩებისმაცხოვრებლებს, 11 საათიდან 17 საათამდე კი ვარკეთილი-3III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს შეეხება.

















