განათლების კვირეულის ფარგლებში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ღია კარის" დღე გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, "ღია კარის" დღე განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში იმართება და მას უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახსნის.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ღია კარის" დღე "ექსპო-ჯორჯიას" მე-11 პავილიონში, საპრეზენტაციო დარბაზში 14:00 საათზე გაიხსნება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიისა და საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" ორგანიზებით "განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012" 23 თებერვალს გაიხსნა და 26 თებერვალს დაიხურება.

















