დედაქალაქის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით,
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ზიგზაგის I და II ქუჩების, მესხის, კელაპტრიშვილის, მუშათა, სტურუას, ხუდადოვის, რატევანის, მუხრანის, ნაგომარის, ხორნაბუჯის, გარეჯელის, გლინკას, ლიახვის, ჟინვალის, შენგელაიას, ბოგვის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილი-3V მიკრორაიონის, ალუბლების, დავით კვაჭანტირაძის, შანდორ პეტეფის, დავითაიას, წინანაურის, მანანა მელქაძის, ორთაჭალის, მაყაშვილის, მთაწმინდის, ბესიკის, მესხის, ყიფიანის, ვეძინის, საირმის, მიცკევიჩის და ცაგარელის ქუჩების მაცხოვრებლები.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილის-3 VI კვარტლის, ქინძმარაულის შესახვევის, ქინძმარაულის და ოცხელის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11:30 საათიდან 18 საათამდე გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 16 საათამდე პაატა სააკაძის, ასპინძის, არსენალის, ახალი არსენალის, ეკატერინე ჭავჭავაძის და ბერიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 11:30 ვერ მიირებენ ელექტროენერგიას გორგასლის ქუჩის №39 და №39ა-ს, 12 საათიდან 12:30 საათამდე კრწანისის ქუჩის და გორგასლის ჩიხის, 13 საათიდან 13:30 საათამდე კი რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.

















