logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა სალუქვაძე: ჩვენ არ გვითქვამს, რომ დაიხუროს ელიავას ბაზრობა
მამუკა სალუქვაძე: ჩვენ არ გვითქვამს, რომ დაიხუროს ელიავას ბაზრობა
18:53 28.04.2017
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობის დახურვის შესახებ ინსტიტუტს არაფერი უთქვამს.
სალუქვაძე აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობის გადატანა-არგადატანის საკითხს მერია წყვეტს და ბაზრობის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან უნდა აწარმოოს.
"ჩვენ არ გვითქვამს, რომ დაიხუროს ბაზრობა, ასეთი ვარიანტი ჩვენ არ წარგვიდგენია. გენგეგმის ჯგუფი ნებართვას ვერ გასცემს გადატანა-არგადატანაზე, ეს არის მერიის გადასაწყვეტი, თუმცა ჩვენ შევთავაზეთ იდეა, როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა ადგილებში, ისე რომ თითოეული იქ მომუშავისა და მესაკუთრის ინტერესი იყოს გათვალისწინებული. შეთანხმება უნდა მოხდეს აღმასრულებელ ხელისუფებასა და მესაკუთრეებს შორის. 15 რიცხვში უნდა ჩავაბაროთ ჩვენი გეგმის საბოლოო ვარიანტი დამკვეთს, შემდეგ დაიწყება საჯარო განხილვები. საკითხისადმი ინტერესი დიდია, ჩვენ მზად ვართ ყველა შენიშვნა, რომელსაც კონსტრუქციული ხასიათი ექნება, გავითვალისწინოთ და ავსახოთ გეგმაში”,- განაცხადა მამუკა სალუქვაძემ ახალგაზრდა ფინანსისტთა მიერ გამართულ შეხვედრაზე, სადაც გენერალური გემის შესახებ შენიშვნები და რეკომენდაციები წარადგინეს.
სალუქვაძემ აქვე აღნიშნა, რომ ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის პროექტი ნანახი აქვს, თუმცა ამბობს, რომ საკითხი განხილვის საგანია.
“განხილვის საგანია, რამდენად მისაღებია ასეთი ფუნქციის იქ დატოვება და არა პერიფერიებისკენ გადატანა. ელიავას ბაზრობა სერიოზული ბრენდია, ბევრი მომხმარებელი ჰყავს, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ჩვენ ალტერნატივები შევთავაზოთ მათ”,- განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციამ 2016 წლის ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება მომხდარიყო მათ საკუთრებაში არსებული მთლიანი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება - დამტკიცება ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან. თუმცხა, პარალელურად „სითი ინსტიტუტს“ აქვს გეგმა, რომ ელიავას ბაზრობა ქალაქის გარეუბანში გადავიდეს, არსებული ტერიტორია კი მთლიანად სარეკრეაციო ზონად გადაკეთდეს.
ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის ტერიტოორის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტმა ყველა ეტაპი გაიარა, დარჩენილია მხოლოდ საკრებულოს დასტური, თუმცა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ეჭვი აქვთ, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. უცნობია, ვის რა ინტერესი აქვს მიმდებარე ტერიტორიასთან, თუმცა ფაქტი ერთია - ადმინისტრაცია თანახმაა მიმდებარე ტერიტორია ისე მოაწყოს, რომ სრულად იყოს ჰარმონიაში არსებულ ლანდშაფტთან და მიმდებარედ არსებულ არქიტექტურულ ნაგებობებთან, ასევე გათვალისწინებული იყოს ეკოლოგიური ფაქტორები ისე, რომ მოვაჭრეების კომერციული ინტერესები არ დაირღვეს.
პროექტზე ცნობილმა არქიტექტორმა, გოგი სულაბერიძემ იმუშავა, რომელიც 60 000 კვადრატულ მეტრზე, როგორც მოვაჭრეებისთვის განკუთვნილ შენობებს, ასევე გამწვანებასა და დასასვენებელ სივრცეს მოიცავს.
ადმინისტრაციას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მოვაჭრეები, რომელთა რაოდენობა 15 ათასს აღწევს. (r)




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა