logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სან დიეგოში 25 აპრილი თბილისის დღედ გამოცხადდა
სან დიეგოში 25 აპრილი თბილისის დღედ გამოცხადდა
17:43 28.04.2017
თბილისის მერი დავით ნარმანია კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. თბილისის მერი სან დიეგოს მერს კევინ ფოლკნერს შეხვდა და ორ ქალაქს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ესაუბრა. სან დიეგოს მერმა თბილისის მერს გადასცა მის მიერ ხელმოწერილი პარტნიორობის დოკუმენტი, რომელიც განათლების, ეკონომიკისა და დიპლომატიის სფეროში ორ ქალაქს შორის არსებულ თანამშრომლობას ასახავს და ამ მიმართულებით პროექტების ერთობლივად განხორციელების მზადყოფნას გამოხატავს.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით, 2013 წლიდან ხორციელდება პარტნიორობის პროექტი, რომელიც გულისხმობს სტუდენტებისთვის საქართველოში, ამერიკაში აკრედიტებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების შემოთავაზებას სამოქალაქო ინჟინერიის, ქიმიის, ტექნოლოგიებისა და ისეთ დარგებში, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისსა და სან დიეგოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ორი ქალაქის დაახლოებისთვის მნიშვნელოვანია.

„ეს თანამშრომლობა განათლების, კულტურისა და ეკონომიკის მიმართულებით არაერთი ურთიერთსასარგებლო საქმის კეთების საშუალებას მოგვცემს. აღსანიშნავია, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული უნივერსიტეტების პარტნიორია უკვე 2013 წლიდან. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამა ჩვენთან კვალიფიციურ კადრებს ამერიკული გამოცდილებით ამზადებს. 5 წლისშემდეგამპროექტის ფარგლებში გვეყოლება, სულმცირე, 1000 სტუდენტი, რომლებიც მიიღებენ მაღალი ხარისხის განათლებას და იქნებიან კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე. ჩემთვის, როგორც მერისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ამ პროგრამით განვითარდება სამოქალაქო ინჟინერიისა და მშენებლობის სექტორის დარგები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს მუნიციპალურ უფლებამოსილებებთან. ამ პროგრამების მეშვეობით გადამზადებული კადრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქალაქის დაგეგმვასა და განვითარებაში“,- განაცხადა თბილისის მერმა.


დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია სან დიეგოს გამოცდილების გაზიარება, ასევე, ისტორიული შენობების რესტავრაციისა და ურბანული გამწვანების მიმართულებით, რადგან ძეგლების განახლება და გამწვანებაც ურბანული პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებებია.

სან დიეგოს მერის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 25 აპრილი სან დიეგოში, კალიფორნიის მეორე ყველაზე მსხვილ ქალაქში, თბილისის დღედ გამოცხადდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა