აჭარაში მცხოვრებ 89 დევნილ ოჯახს დღეს საცხოვრებელი ფართები
საკუთრებაში გადაეცემა.
ღონისძიებას, რომელიც დაბა ჩაქვში გაიმართება, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრებიან.
ბინების გადაცემის ცერემონიალი 11:00 საათზე დაიწყება.

















