logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უსინათლოებისთვის ადაპტირებული ვებ-გვერდი შექმნა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უსინათლოებისთვის ადაპტირებული ვებ-გვერდი შექმნა
13:29 27.04.2017
უსინათლო და მცირემხედველი პირები დღეიდან იუსტიცის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადაპტირებული ვებგვერდის http://sda.gov.ge მეშვეობით, მიიღებენ ინფორმაციას სააგენტოში არსებული სიახლეებისა და სერვისების შესახებ.
ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და ასევე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები, თბილისის უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და ქართული ხმოვანი სისტემის შემქმნელები.
სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ინიციატივით, უსინათლო და მცირემხედველი პირები ადაპტირებულ ინფორმაციას ხმოვან რეჟიმში მიიღებენ. დამატებითი ფუნქციების ინტეგრირებით, მომხმარებლებისათვის შექმნილია მაქსიმალური კომფორტი - შესაძლებელია, როგორც ფონის ფერის, ასევე შრიფტის ზომის ცვლილება, რაც მცირემხედველი პირების საჭიროებებზეა მორგებული. ასევე შესაძლებელია ხმოვანი ფუნქციის აჩქარება და შენელება.
ვებ-გვერდის ადაპტირება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის „ადამიანთა უფლებები ყველასთვის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ამ დახმარების მეშვეობით სააგენტომ შეიძინა ქართული ენის ხმოვანი ძრავი და ვებგვერდის შექმნის მომსახურება.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა ადამიანის უფლებების სტრატეგიით დასახული პრიორიტეტების შესაბამისად. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტად აღიარებულია სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ამაღლება, რაც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ეტაპობრივად ყველა საჭირო სერვისზე წვდომის უზრუნველყოფას.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა