logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„გააღვიძე შენში გენიოსი“–მსოფლიოში აღიარებული მოტივატორი თბილისში ტრენინგს ჩაატარებს
„გააღვიძე შენში გენიოსი“–მსოფლიოში აღიარებული მოტივატორი თბილისში ტრენინგს ჩაატარებს
12:07 27.04.2017
მსოფლიოში აღიარებული მოტივატორი, ორიგინალური ტრენინგების ავტორი, უკრაინელი მილიონერი ნიკოლაი ლატანსკი 28-29 აპრილს თბილისში ტრენინგს ჩაატარებს.
„გააღვიძე შენში გენიოსი“ – ამბობს ლატანსკი და ადამიანებს ასწავლის, როგორ გათავისუფლდნენ ნეგატივისგან, აივსონ დადებითი ემოციებით, რადიკალურად შეცვალონ ცხოვრება და მიაღწიონ წარმატებას.

– თითოეულ ჩვენგანში, არის ის დაფარული შესაძლებლობები, რომელსაც შეიძლება ჩვენ ვერც კი ვამჩნევდეთ, მაგრამ რატომ ამტკიცებთ, რომ ყოველი ადამიანი გენიოსია?
-მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებთან მუშაობამ და მათთან ურთიერთობამ მომცა ამის თქმის საბაბი, როდესაც მიიჩნევ, რომ ნაცრისფერი მასის ნაწილი არა ხარ და შენში არის რაღაც უნიკალური, იწყებ არა მარტო გარშემომყოფთა, არამედ საკუთარი თავის განცვიფრებასაც.
ეს, ისევეა, სახლში, სადაც ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვცხოვრობთ აღმოაჩინო სარდაფი განძით, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. ანალოგიურად ჩვენს ქვეცნობიერშიც არის უზარმაზარი რესურსი, რომლის აღმოჩენაც ძალიან უბრალო და მარტივი ტექნიკების მეშვეობით შეგვიძლია, ხოლო მათი გამოყენებით სასწაულების მოხდენაა შესაძლებელი.
მას შემდეგ, რაც ეს აღმოვაჩინე, მიზნად დავისახე, რომ სხვებისთვისაც შესაძლებელი ყოფილიყო იგივე და ახლა მაქვს მისია – დავეხმარო ადამიანებს რომ საკუთარ თავშიც აღმოაჩინონ გენიოსი, დავეხმარო მათ, რომ ბოლომდე გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი და შექმნან საკუთარი ცხოვრებისგან შედევრი.

–სანამ სხვას თავის დაფარულ შესაძლებლობებზე დავუწყებთ საუბარს, აუცილებელია, ეს ნიჭი ჯერ საკუთარ თავში აღმოაჩინოთ, როგორ იყო ეს თქვენს შემთხვევაში?
-სამჯერ მომიხდა სწავლა მეორე კურსზე, კიევის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში, ცუდი მოსწრების გამო ყოველ ჯერზე მრიცხავდნენ.
მინდოდა, მარტივი გამოსავალი მეპოვნა, რასაც მოჰყვა უკანონოდ და უფულოდ მოგზაურობა ევროპაში, რამდენჯერმე დამადეპორტეს. სხვადასხვა კომპანიებში მუშაობას ვცდილობდი, მაგრამ ვერასოდეს ვიღებდი იმას, რაც მინდოდა.
ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ არ ვისწავლე რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ წარმატებული გავმხდარიყავი. სანამ არ მივხვდი, რომ მე თავად ვარ ჩემი ცხოვრების არქიტექტორი. როდესაც ამ იდეის დავიჯერე, დავამთავრე უნივერსიტეტი. სრულყოფილად ვისწავლე ორი უცხო ენა და შევქმენი საკუთარი წარმატებული კომპანია.
ყველას შეუძლია თავისი ცხოვრება შედევრად აქციოს, მე ეს ჩემი მაგალითით დავამტკიცე.
მოგვიანებით შევქმენი საკუთარი გენიალურობის აღმომჩენი ფორმულა, რომელსაც ჩემს ტრეინინგებზე ვასწავლი.
-რამ გიბიძგათ იმისკენ, რომ გამოგევლინათ, როგორც საკუთარი შესაძლებლობები , ასევე იმ ადამიანებისარომელთანაც მუშაობთ?
-თავდაპირველად, მე არ ვცდილობდი სხვებში გენიის აღმოჩენას, უბრალოდ, ვუზიარებდი მათ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც გამაჩნდა. მოდიოდნენ „ცხოვრებისგან გულგატეხილი“ ადამიანები, გაკოტრებული კომპანიებით, სრულ გაუგებრობაში მყოფები, დაბნეულები და კითხულობდნენ – ახლა რა უნდა გავაკეთოთ?
იმ ცოდნის მიღების შემდეგ რასაც ჩემთან ეუფლებოდნენ, ისინი წარმატების ისეთ ისტორიებს ქმნიდნენ, რომლებზეც არც კი ოცნებობდნენ.
სწორედ მაშინ მივხვდი, რომ არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა სიტუაციაში იმყოფება ადამიანი ამჟამად. მთავარია მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახდე წარმატებული, მაშინ ვერაფერი შეგიშლის ხელს და შექმნი შენი ცხოვრების ნამდვილ შედევრს. მთავარია, მოინდომო!

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა