logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნინო წილოსანი: მთავრობა გურიაში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება
ნინო წილოსანი: მთავრობა გურიაში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება
11:39 27.04.2017
23 აპრილის ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მთავრობა ზიანს აუნაზღაურებს.

რამდენი ოჯახი დაზარალდა, რა თანხას მოიცავს მიყენებული ზიანი და რა ფორმით დაეხმარება მთავრობა გურიის მოსახლეობას, ამ საკითხებზე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონის მაჟორიტარს, ნინო წილოსანს ვესაუბრეთ:

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, მთავრობა გურიაში მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს. რა თანხაზეა საუბარი?

- მთავრობამ ჩემთვის ძალიან სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო - სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზიანი სრულად აუნაზღაურდებათ. ჩემი ინფორმაციით, ზარალის ოდენობა ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი მოსახლეობის გვერდით არის და მათ ტკივილს იზიარებს, რაც ჩემთვის სასიხარულოა.

- რამდენი ოჯახი დაზარალდა სტიქიის შედეგად?


- სტიქიისშედეგად ორივე მუნიციპალიტეტში დაზიანდა 200-ზე მეტი კერძო სახლი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა. იმ დღესვე მოხდა თითოეულ რაიონში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მხრიდან რეაგირება, შეიქმნა შესაბამისი კომისიები. კომისიის წევრებმა ზარალის აღწერა მოახდინეს, რომლის შესახებ ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა და მთავრობაზე გავიდა. მე პირადად მოვინახულე დაზარალებული ოჯახები. სამწუხაროდ, სტიქიის შედეგად ერთი სახლი სრულად იყო დანგრეული. უმეტეს შემთხვევაში დაზიანებულია სახლების სახურავები, კედლები.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, როდიდან დაიწყება ზარალის ანაზღაურება?

ზუსტი თარიღი მაშინ გამოცხადდება, როცა მთავრობის განკარგულება ოფიციალურად გამოიცემა. გარდა ამისა, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ორივე მუნიციპალიტეტში, ჩემი ინიციატივით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანხები სამართლიანად განაწილდეს და პროცესი გამჭვირვალედ და ეფექტურად წარიმართოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა