საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მომავალ პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული ქარხანა „ალგორითმი” დაათვალიერა და
მათთვის გადასაცემი კომპიუტერების აწყობის პროცესს დაესწრო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან 60 ათასამდე პირველკლასელი პრეზიდენტისგან საჩუქრად სწორედ ამ ქარხანაში აწყობილ ნეტბუკს მიიღებს.
მინისტრის განცხადებით, კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტის სამყაროში საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლობად მიიჩნია ბავშვს თავიდანვე ჰქონდეს ურთიერთობა თანამედროვე ტექნოლოგიებთან.
მისივე თქმით, საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მაღალი ხარისხის ინტერნეტით უზრუნველყოფა კი, მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიღების კიდევ ერთი უნიკალური საშუალება იქნება.

















