logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
,,ამბასადორ კაჭრეთში“ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ღონისძიება იმართება
,,ამბასადორ კაჭრეთში“ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ღონისძიება იმართება
16:19 26.04.2017
სასტუმრო ,,ამბასადორ კაჭრეთში’’ გაეროს ევროპისათვის ეკონომიკური კომისიისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის ანალიტიკური დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს.

დოკუმენტი გაეროს ევროპისთვის ეკონომიკური კომისიის ექსპერტების მიერ საგზაო უსაფრთხოების სფეროში კრიტიკული ასპექტების და პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრის მიზნით არის მომზადებული.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი,საგზაო უსაფრთხოების სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიისა და ეროვნული საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის წევრები მონაწილეობენ, ასევე, საფინანსო ინსტიტუტების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო სექტორის და მასმედიის წარმომადგენლები.

გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილია საგზაო უსაფრთხოების შესახებ პირველადი დოკუმენტი, რომელზეც მუშაობა გაგრძელდება.

,,ივლისის თვისთვის ჩვენ ველოდებით სრულყოფილ დოკუმენტს, რომელშიც საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომდევნო წლების სამოქმედო გეგმა გაიწერება. ამ მიმართულებით უკვე განხორციელდა ძალიან ბევრი ინიციატივა. მათ შორის, იგივე უკონტაქტო პატრული, ქულების შემოღება, ტექდათვალიერების საკითხი. არის ძალიან ბევრი ურთიერთდაკავშირებული, საგანმანათლებლო საკითხები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამიტომ ეს არის კომპლექსური თემა, რომელშიც ყველა უნდა იქნას ჩართული,-‘’განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის კომპლექსურ შესწავლას (ინსტიტუციონალური მოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურა, საავტომობილო ტრანსპორტის მდგომარეობა, კანონმდებლობა, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მონაცემთა ბაზები და ა.შ.), ანალიზს და საგზაო უსაფრთხოების ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას და ღონისძიებების დაგეგმვას.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ მოხდა საგზაო უსაფრთხოების თემასთან შეხებაში მყოფი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების კომუნიკაცია.
,,მიმაჩნია, რომ ამ კონფერენციას უნდა მოყვეს ერთი მთავარი კრიტერიუმის, ყოველწლიურად ამდენი დაღუპული ადამიანების რაოდენობის არათუ შემცირება, არამედ ჩვენს გზებზე მომხდარი ავარიების განულება. ჩვენ ამასუნდა მივაღწიოთ,-‘’განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
დოკუმენტში ასახული რეკომენდაციების გათვალისწინება და მისი განხორციელება ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას.შეხვედრაზე ექსპერტების მიერ გაკეთდა მოხსენებები გაეროს კანონმდებლობის თაობაზე უსაფრთხო საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებით.

,,საგზაო უსაფთხოების გაუმჯობესებითვის კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ამაში ჩართული უნდა იყოს, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებასა თუ განათლებაზე ბევრია სამუშაო. ძალიან კარგია, რომ ამ საკითხზე მომუშავე ყველა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია გაეროსთან ერთად ჩაერთო ამ პროცესში და დღეს აქ იმყოფება. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ საგზაო უსაფრთხოების დოკუმენტზე, რომლის განხორციელებაც მომავალში მოხდება. რადგან საგზაო უსაფრთხოება საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია,-‘’ განაცხადა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნილს სკოტიმ.

შეხვედრაზე საქართველოს საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის ანალიტიკური დოკუმენტის პროექტის მიმართ მხარეებმა სხვადასხვა მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს. მათი გათვალისწინებით ჩასწორებულიდოკუმენტი მომავალში გამოყენების მიზნით საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებს წარედგინება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა