logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება იწყება
არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება იწყება
11:27 26.04.2017
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადებას იწყებს.
ამ მიზნით, მარნეულში, პროექტის წარმომადგენლებმა არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებთან და დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს, პროექტის საქმიანობაზე დაგადამზადების პროგრამაში მასწავლებელთა და დირექტორთა ჩართულობის მნიშვნელობაზე მათი ინფორმირება წარმოადგენდა.
პროექტის ფარგლებში 2017-2019 წლებში გადამზადდება:
 არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის მე-7-მე-12 კლასების 2,177 მასწავლებელი;
 213 არაქართულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე სკოლაში პროექტის ფარგლებში შერჩეული სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორი.
საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები ჩატარდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე, კერძოდ, აზერბაიჯანულად, რუსულად და სომხურად. შესაბამისად საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა. ასევე, გადამზადდებიან რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ენის მცოდნე ტრენერები, რომელებიც შემდგომში ჩაატარებენ აღნიშნულ ტრენინგებს.
მასწავლებლები გაივლიან ორ სატრენინგო კურსს: ზოგად პროფესიულ უნარებში და საგნობრივი მეთოდიკის კურსს „აქტიური სწავლება საგნებში“ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური ენა).
დირექტორებისთვის კი ამოქმედდება ლიდერობის აკადემია, რომელიც სამი საფეხურისგან შედგება და მიზნად ისახავს საჯარო სკოლის დირექტორთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
პროფესიული განვითარების პროგრამის წარმატებით დასრულება დაეხმარება სკოლის დირექტორებს, გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა შემდეგი მიმართულებებით:
 დროის, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა;
 მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს გაუმჯობესება;
 სასწავლო თემების განვითარება;
 სკოლაში ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდების დანერგვა;
 გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა.
მონაწილეები ტრენინგების ჩატარების გრაფიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა