logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 მოსახლეობა ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის გაშენებას ითხოვს–“გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება”
მოსახლეობა ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის გაშენებას ითხოვს–“გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება”
19:09 25.04.2017
ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლები სამშენებლო ბაზრობა “პირამიდის“ და ე.წ. ელიავას ბაზრობის მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფას, მიმდებარე ტერიტორიაზე კი სარეკრეაციო ზონის მოწყობას ითხოვენ.
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა „ელიავას პარკმა“ შესაბამისი განცხადებით თბილისის მერს დავით ნარმანიას უკვე მიმართა. განცხადებას აგლაძის, სამტრედიის და გუდაუთის ქუჩების 1000-ზე მეტი მცხოვრები აწერს ხელს.
როგორც „რეპორტიორს“ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ეკა ჯგუშიამ განუცხადა, მოსახლეობას ბაზრობა-საამქროების მტვერში ცხოვრება უწევს, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების ჯანმრთელობას. მისივე თქმით, 2010 წელს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ აღებულმა სინჯებმა დაადასტურა ტოქსიკურ ნივთიერებათა და ხმაურის დაუშვებელი კონცენტრაცია აღნიშნულ ტერიტორიაზე განლაგებული სახლების ირგვლივ, თუმცა მაშინ შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

„მოგეხსენებათ ე.წ. ელიავას ბაზრობა 20 წელზე მეტია რაც ფუნქციონირებს, ამ წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად ფართოვდება. „ელიავას ბაზრობის“ საქმიანობა შეუქცევად ზიანს აყენებს ათასობით ადამიანის ჯანმრთელობას. კორპუსების, საცხოვრებელი სახლების გვერდით იყიდება ცემენტი, ქვიშა, ასევე ფოლადის ნაკეთობები. რკინის საამქროებიდან განუწყვეტლივ იფრქვევა ტოქსიკური, მავნე ნივთიერებები. საცხოვრებელი კორპუსების ქვემოთ და სტადიონის გარშემო აგლაძის ქუჩაზე განლაგებულია ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ობიექტები, სამჭედლოები. უკვე წლებია გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება, საშინელი ანტისანიტარია და ხმაურია, არა მხოლოდ დღისით, არამედ ღამითაც. ეს ყველაფერი უკვე უარყოფითად აისახა ჩვენს ჯანმრთელობაზე, ბავშვებს აწუხებთ ალერგია, სასუნთქი გზების დაავადებები, თავი იჩინა სიმსივნურმა დაავადებებმა“, – აცხადებს ეკა ჯგუშია.

მისი თქმით, მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებმა ბაზრობის გადატანის მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ინფექციისა და ტოქსიკური გამონაყოფების მსგავსი მასშტაბის წყაროს არსებობა დედაქალაქის ცენტრში არის დაუშვებელი, კარგად გვესმის „ელიავას ბაზრობაზე“ და საამქროებში დასაქმებული ადამიანების მდგომარეობაც. მივმართავთ თბილისის მერიას, რომ მათ ქალაქის ნაკლებად დასახლებულ უბნებში ალტერნატიული ფართი გამოეყოთ. „ელიავას ბაზრობის“ და საამქროების ტერიტორიაზე კი სარეკრეაციო ზონა მოეწყოს, როგორც ეს ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაშია ასახული.
ამ დროისთვის შესაბამისი მოთხოვნით შედგენილ განცხადებას 1000 ადამიანი აწერს ხელს და ეს რაოდენობა დღითიდღე იზრდება, იმედი გვაქვს, ჩვენს თხოვნას დროული რეაგირება მოჰყვება, იმიტომ, რომ ასე ცხოვრება გაუსაძლისია“, – აცხადებს ეკა ჯგუშია.

მისი თქმით, მოქალაქეები შესაბამისი მოთხოვნით თბილისის საკრებულოსაც მიმართავენ

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა