წმინდა მიწაზე ვიზიტით მყოფი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად სამშობლოში დღეს დაბრუნდება.
საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი წმინდა მიწაზე რამდენიმე დღეა გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში პატრიარქმა წმინდა ადგილები მოილოცა და შეხვედრები გამართა ისრაელისა და იერუსალიმის უმაღლეს სასულიერო და პოლიტიკურ პირებთან.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, უწმინდესი სამშობლოში დღეს, 19 საათზე დაბრუნდება.

















