logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): თბილისი-თეირანი; უმაღლესი დონის ვიზიტი 13 წლის შემდეგ
«Radio Voice of America» (აშშ): თბილისი-თეირანი; უმაღლესი დონის ვიზიტი 13 წლის შემდეგ
11:42 25.04.2017
ირანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიდი ინტერესი აქვს სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართ. ამის შესახებ, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ თეირანში, საადაბადის რეზიდენციაში, კვირას, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. „ამჟამად სატრანზიტო თანამშრომლობას რეგიონში უდიდესი მნიშნველობა აქვს. ირანის რკინიგზის შეერთება ქალაქ ასტარაში აზერბაიჯანის რკინიგზასთან, ამ ხაზის დაკავშირებას, საქართველოს კარგად განვითარებულ სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტებთან, თეირანისა და თბილისის თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის სფეროში, რეგიონისთვის დიდი ცვლილებების მოტანა შეუძლია“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ.
შავი ზღვის ნავსადგურების გამოყენების სანაცვლოდ, ირანი საქართველოს სპარსეთის ყურის, ომანის ზღვისა და ინდოეთის ოკეანესთან წვდომაში ხელშეწყობას სთავაზობს.
ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის დროს, რომელშიც პრემიერის გარდა, საგარეო, ენერგეტიკის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის მინისტრები და რკინიგზის ხელმძღვანელი შედიოდნენ, ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირმა ყველაზე მნიშვნელოვანი თემები გამოყო: „ძალიან მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის პროექტი. ამ პროექტის მარშრუტები შეიძლება იყოს: ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-შავისზღისპირეთი ან ირანი-სომხეთი-საქართველო-შავიზღვისპირეთი. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ირანი-სომხეთი-საქართველო-რუსეთის ელექტროსისტემების სიქრონიზაციის შესახებ შეთანხმება, რომ წლის სხვადასხვა პერიოდებში, ამ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის გაცვლა მოხდეს. და, რა თქმა უნდა, საბანკო ურთიერთობის აუცილებლობა უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საქართველოსა და ირანს შორის, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის.“
„ჩრდილოეთი-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრასპორტო დერეფნის (North–South Transport Corridor) შავი ზღვის მიმართულებით განვითარების ინიციატივით, თბილისში 17 აპრილს, ოფიციალური ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი გამოვიდა. თეირანის პოზიციაა, რომ ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრასპორტო დერეფნის სატრანზიტო განშტოებებმა, საქართველოს ნავსადგურებამდე, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მიმართულებით გაიაროს, რათა ბაქო-ერევნის დაპირისპირებამ დერეფანს საფრთხე არ შეუქმნას. შავ ზღვაზე გასვლით კი თეირანი ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის ბაზრებზე წვდომას იმედოვნებს. ბულგარეთისა და რუმინეთის შემდეგ, ახალი საბორნე-სარკინიგზო მარშრუტის მიმართ ინტერესი დაადასტურა უკრაინამ, რომელიც ჩერნომორსკი-ფოთი-ბაქო-ანზალი-თეირანის მარშრუტით, გაზაფხულისთვის, ხორბლით დატვირთული, სატესტო მატარებლის გაშვებას გეგმავს.
პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თეირანში ყოფნისას აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრასპორტო დერეფანთან საკუთარი სატრანზიტო მარშრუტების დაკავშირების კუთხით: „თეირანში ვიზიტის დროს, ორმხრივი თანამშრომობის, უმნიშვნელოვანესი საკითხები იქნა განხილული და მიღწეული იქნა კონკრეტული შეთანხმებები, რათა ამ მიმართულებით, უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. კერძოდ საუბარია, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებასა და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე“.
ეს იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ირანში. მანამდე, 2015 წელს, კვირიკაშვილი თეირანში, ეკონომიკის მინისტრის რანგში იმყოფებოდა. უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოდან ირანში 2004 წლის მერე აღარ შემდგარა, როცა თეირანს პრეზიდენტი სააკაშვილი ესტუმრა. 2015 წელს, სპარსეთში პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე უსუფაშვილიც იმყოფებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბოლო 25 წლის მანძილზე, ირანის პრეზიდენტი საქართველოში მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა. ეს 22 წლის წინ მოხდა, როცა თბილისს, ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი ეწვია.
ირანის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჰასან რუოანი თბილისში ორჯერ არის ნამყოფი: 1995 წელს, ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ხოლო 2001 წელს, ირანის უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა