logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი”პრაქტიკანტი სტუდენტებისთვის თეორიულ კურსს წაიკითხავს
"იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი”პრაქტიკანტი სტუდენტებისთვის თეორიულ კურსს წაიკითხავს
12:22 23.04.2017
ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“ უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრი სტუდენტებისთვის თეორიულ კურსს წაიკითხავს. სტუდენტებს, რომლებიც პრაქტიკას ა(ა)იპ-ში გადიან, სალექციო კურსს ორგანიზაციის ტრენერ-ადვოკატები წაუკითხავენ.

თეორიული კურსის ფარგლებში სტუდენტები -ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ სამართლებრივ საკითხებს, სამშენებლო სამართალს, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების პროცესებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონს შეისწავლიან. აღნიშნული სალექციო კურსის ფარგლებში, თეორიულ მასალასთან ერთად, სტუდენტები რეალურ შემთხვევებს განიხილავენ და შეეცდებიან დამოუკიდებლად წარმართონ იმიტირებული პროცესები, რაც მათ შემდგომ საადვოკატო უნარ-ჩვევების გაძლიერებაში დაეხმარება.

თეორიული კურსი22 აპრილს დაიწყო და 2 თვის განმავლობაში, ყოველ შაბათს ჩატარდება. ამ პერიოდში შეძენილი უნარები სტუდენტებს დაეხმარება როგორც მოქალაქეებთან ურთიერთობაში, ასევე, მომავალი პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვაში.

„ორგანიზაცია აგრძელებს სტუდენტების კარიერულ განვითარებაში თავისი წვლილის შეტანას. „ჩემი ადვოკატი“ ფლობს იმ მნიშვნელოვან რესურსს, რაც მომავალიურისტებს პროფესიულ ზრდასა და დამოუკიდებლად მუშაობაშიდაეხმარება.აღნიშნული ტრეინინგები სტუდენტებს უფრო მეტად კონკურენტუნარიანებს გახდის“, - განაცხადა „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“-ს დირექტორმა მარინა ბერაძემ.

ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალში უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გასცემს, სადაც უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამართლის მიმართულების მაგისტრანტი სტუდენტები იურიდიულ პრაქტიკებს გადიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა