თბილისი-შინდისის გზის მონაკვეთზე დღეს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ეგიდით და რუსთავის
საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით გაიმართება საქართველოს ჩემპიონატის აღმართის დაძლევაში, პირველი, გახსნითი ეტაპი.
რბოლაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი პროფესიონალი მრბოლელები. სამთო რბოლის წლევანდელ სეზონში, რამდენიმე დებიუტანტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულები 2 ჯგუფის 4 კლასში გამოვლინდება. სტარტზე კი 35-მდე მანქანა გამოვა.

















