აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფიო ბაკურიძე 21-22 აპრილს საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეებს
ბათუმში მასპინძლობს. ბრაზილიის, საბერძნეთის, იაპონიის, ყაზახეთის, კორეის, თურქეთის აშშ-ის ელჩების და ნატოს ოფისის ხელმძღვანელის მეუღლეები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან, დაათვალიერებენ ღირშესანიშნაობებს და მუზეუმებს, გაეცნობიან ქართულ ფოლკლორსა და აჭარულ სამზარეულოს.
სოფიო ბაკურიძის ინიციატივით, ანბანის კოშკში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა მეეუღლეებს სოფიო ბაკურიძემ რეგიონისა და ქალაქის ისტორია, ტურისტულიპოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. ელჩების მეუღლეებთან ერთად შეხვედრას თურქეთის, სომხეთის და ირანის კონსულების მეუღლეები, ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე ქალბატონებიეწრებოდნენ. მათ ისეუბრეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემო და სხვა.
„აჭარაზე ბევრი არაფერი ვიცოდით და მართლაც ძალიან კარგი შეხვედრა იყო რეგიონის პოპულარიზაციისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ვისაუბრეთ ქალთა უფლებებზე. საოცარია, რომ ქალები ყველგან, ყველა ქვეყანაშიიბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა!“- აღნიშნა ბათუმში სტუმრად მყოფმა აშშ-ის ელჩის იან კელის მეუღლემ ფრანჩესკა კელიმ.
აღსანიშნავია, რომ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე სოფიო ბაკურიძე ხელმძღვანელობს ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალთა ჩართულობის გაზრდის მხარდასაჭერად აქტიურადმუშაობს. ასოციაციის მთავარ სამიზნე ჯგუფს ამ ეტაპზე შშმ პირთა უფლებები და კვლევა წარმოადგენს.
„საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეებს გავაცანით ჩვენი რეგიონის მრავალმხრივი, მიმზიდველი და საინტერესო პოტენციალი. ვისაუბრეთ კულტურულ მრავალფეროვნებაზე. ვფიქრობ, რომ ასეთიეფექტური კომუნიკაციით და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით ყველანი ერთად შევძლებთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონის განვითარებაში,“ - აღნიშნა სოფიო ბაკურიძემ.
საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მიმდინარე ფესტივალს „ევროპული გაზაფხულის ხმა“ დაესწრნენ, რომელიც ბათუმში ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნად ტარდება და ქართულ ფოლკლორულ კონცერტებთან ერთად სხვადახვა ქვეყნის ეთნო-პოპის კონცერტებს მოიცავს.

















