დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებსა და უბნებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის"
ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა რუსთავის გზატკეცილის, სოფელ ფონიჭალის, სადგურის, მარნეულის, აბაკელიას, მარტყოფის, დმანისის, ობსერვატორიის, ალადაშვილის და კონსტანტინე ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), საყვირის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ხუთწლედის, ჭილაიას, ხვინგიას, წიწამურის, ბეჟანიშვილის, დადიანის, ნინუას, მექანიზაციის და ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე გლდანის ხევის დასახლების, ვარკეთილი-3 IIIა და III მიკრორაიონების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის ქუჩების და ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 13 საათამდე კი რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, ლერმონტოვის, ქიქოძის, მაჩაბელის, პაოლო იაშვილის და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
12 საათიდან 13 საათამდე დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს შეეზღუდებათ ელექტრომომარაგება, 14 საათიდან 16 საათამდე კი შეზღუდვა უნივერსიტეტის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

















