დედაქალაქის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის I, II, III ქუჩების, მახათას, ხუდადოვის, ცაიშის, ფურცელაძის, კოსტავას, მესხეთის, ქუჩიშვილის, ათონელის, ორბელიანის, მტკვრის, ტელეგრაფის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩახავას, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ბარათაშვილის, უნივერსიტეტის, ქავთარაძის, სანდრო ეულის, თავხელიძის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს, ხოლო 12 საათიდან 13 საათამდე პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
09:30 საათიდან 17 საათამდე შეეზღუდება ელექტრომომარაგება ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის და თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს, ხოლო 11:30 საათიდან 17 საათამდე გლდანის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

















