logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აღდგომის დღესასწაული ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარმა ტრადიციულად, მშობლიურ გურიაში აღნიშნა
აღდგომის დღესასწაული ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარმა ტრადიციულად, მშობლიურ გურიაში აღნიშნა
16:59 18.04.2017
ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარმა, ნინო წილოსანმა სადღესასწაულო დღეები მთლიანად თავის მოსახლეობასთან გაატარა. დეპუტატი რამდენიმე სოფელში ოჯახებს პირადად ესტუმრა და სადღესასწაულოდ სხვადასხვა პროდუქტთან ერთად ერკეთის დედათა მონასტერში სპეციალურად დამზადებული პასკები და იქვე შეღებილი სააღდგომო კვერცხები გადასცა. ნინო წილოსანი ლანჩხუთში, ფეხბურთში საქართველოს ქალთა ეროვნულ ჩემპიონატსაც დაესწრო. დეპუტატმა ქალთა ს/კ ,,ლანჩხუთის" წევრები „სარბიელთან“ ერთად სახელობითი მაისურებით დაასაჩუქრა. მაჟორიტარისგან დაპირებული საჩუქრები მიიღეს ლესის მცირე საოჯახო ბავშვთა სახლის ,,იმედის სხივის" აღსაზრდელებმა და მაჩხვარეთის ბიბლიოთეკამ. დღესასწაულმა საეკლესიო და საოჯახო რიტუალების შემდეგ სოფელ შუხუთის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც ლელობურთი იმართება ხოლმე. წელს ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარის ნინო წილოსანის ინიციატივით და მხარდაჭერით, ლანჩუთის გამგეობასთან ერთად ღონისძიებებს უფრო მასშტაბური და სახალხო სახე მიეცა. ცენტრში მთელი დღის განმავლობაში სხვადახვა აქტივობა პარალელურად მიმდინარეობდა: ფეხბურთი, ჭადრაკი, ნარდი, მკლავჭიდი, ბაგირის გადაქაჩვა. ნინო წილოსანი ცენტრში შეკრებილ მოსახლეობასთან ერთად ყველა ღონისძიებას დაესწრო. დაათვალიერა ლელოს სამუზეუმო ექსპონატები, ასევე სამხატვრო სკოლისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, დახლებზე გამოტანილი ადგილობრივი წარმოების პროდუქტები. მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებიც ზრუნავდნენ, რომლებიც ტრადიციულ გურულ სიმღერებს მღეროდნენ. ნინო წილოსანმა გამგებელთან და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან გიორგი კეკელიძესთან ერთად შუხუთის სკოლის ეზოში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნა, საიდანაც ყველას შეეძლება წიგნის წამოღება და დაბრუნება, და ასევე ახალი წიგნებით შევსება. დეპუტატმა საპატიო ლანჩხუთელებიც დააჯილდოვა. ასევე დაჯილდოვდნენ სპორტსმენებიც. ღონისძიებები კი ლელობურთმა დაასრულა. ტრადიციული თამაში წელს ზემო შუხუთმა მოიგო.
„საოცარი დღეა. ყველას კარგი განწყობა აქვს, და ერთმანეთს გადავცემთ ამ სიხარულს. მიხარია, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ. აღდგომა და ლელო აქ განუყოფელია, ვგეგმავთ, რომ მომავალში ეს დღე უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, და ადგილობრივ მნიშვნელობას გაცდება. დღესაც დავინახე რამდენიმე ტურისტი, და მინდა, რომ უფრო მეტმა გაიგოს ამ ტრადიციის და საერთოდ, გურიის შესახებ. გარდა ამისა, ჩვენ დღეს გავხსენით სკვერის სამკითხველო. მას ლელოს ბურთის ფორმა აქვს და ამით ორმაგი დატვირთვა ენიჭება: ეს არის ერთგვარი სიმბოლო ამ სოფლის და თან მოსწავლეებს, ახალგაზრდებს ახსენებს, რომ წიგნის კითხვაც ისეთივე დიდი აზარტია, როგორც ეს სახალხო თამაში. ზემო შუხუთელებს ვულოცავ წლევანდელ გამარჯვებას. გურიას და მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“ - აღნიშნა ნინო წილოსანმა.



(R)



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა