logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველომ საგანმანათლებლო შესაძლებლობები საერთაშორისო გამოფენაზე წარმოადგინა
საქართველომ საგანმანათლებლო შესაძლებლობები საერთაშორისო გამოფენაზე წარმოადგინა
17:51 13.04.2017
არაბეთის გაერთიანებულ საემიროში, ქალაქ დუბაიში სამდღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართა, რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელვამ და არაბეთის გაერთიანებული საემიროების განათლების მინისტრმა ჰუსეინ იბრაჰიმ ალ ჰამადიმ გახსნეს. გამოფენაზე მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო წარმოდგენილი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო ბაზარზე პირველად წარდგა პროექტით "ვისწავლოთ საქართველოში".
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში საქართველო გახდება აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ს რეგიონის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კვლევის ცენტრი. სწორედ ამ გეგმის განხორციელებას შეუწყობს ხელს ახალი პროექტი - „ვისწავლოთ საქართველოში“, რომლის მიზანია ჩვენს ქვეყანაში საგანმანათლებლო ჰაბის შექმნა განათლების სისტემის ხარისხის ამაღლებისა და ინტერნაციონალიზაციის ფონზე.
პროექტის ფარგლებში კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ამოქმედდება უცხოენოვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, შედეგად, საქართველო გახდება უცხოელი სტუდენტებისთვის მიმზიდველი საგანმანათლებლო სივრცე. მეტი უცხოელი ისწავლის საქართველოში და მეტ ქართველ მეცნიერს ექნება საშუალება ჩაერთოს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.
საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განათლების ხარისხის სრულყოფას და პოზიტიურ გავლენას მოახდენს ეკონომიკური განვითარების პროცესზე.
საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე საქართველოდან მონაწილეობდა 8 უნივერსიტეტი. მათ შორის 4 წამყვანი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი (თსუ, ილიაუნი, თბილისის სამედიცინო უნივერისტეტი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში) და 4 კერძო უნივერსიტეტი (კავკასიის უნივერსიტეტი, უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი).
"ქართული მხარის მიერ შეთავაზებულმა პროგრამებმა და პროექტმა დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. გამოფენაში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობის გაზრდას, რაც იქნება გარანტი უფრო მეტი უცხოელის მოზიდვისა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში"-აცხადებენ სამინისტროში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა