"მომავალი 3-4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება და ეს არის ჩვენი ქვეყნის ფიზიკური
ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი"-ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა..
"ვფიქრობ, ეს არის მიმართულება, რომელსაც ექნება ყველაზე ხელშესახები შედეგი იმ თვალსაზრისითაც, რომ, უპირველეს ყოვლისა, დაახლოებით 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. გარდა ამისა, ძალიან სწრაფად და უპრეცედენტოდ მოკლე დროში გარდაიქმნება ინფრასტრუქტურა და ჩვენი ქვეყანა გაცილებით უკეთ შეასრულებს იმ გეოსტრატეგიულ სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც მას გააჩნია"-აღნიშნა პრემიერმა.

















