logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოზარ სუბარმა და ლევან დავითაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში საწარმოები დაათვალიერეს
სოზარ სუბარმა და ლევან დავითაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში საწარმოები დაათვალიერეს
12:03 13.04.2017
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - რატევანსა და დისველში ყველის გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერეს. სოფელ დისველში ეკომიგრანტ ქალთა ყველის გადამამუშავებელი კოოპერატივი „დისველი“ რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (СENN) თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა.
ეკომიგრანტ ქალთა კოოპერატივის „დისველი“ პრეზენტაციაზე სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმატებული თანამშრომლობის, ასევე ეკომიგრანტების ეკონომიკური ხელშეწყობისა და აგრარული დარგის განვითარებაში ქალების როლის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.
სოფელ რატევანში მდებარე ყველის გადამამუშავებელი საწარმო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში (200 ათასი შეღავათიანი აგროკრედიტი) გადაიარაღდა და თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა. საწარმოში დანერგილია საერთაშორისო სტანდარტი HACCP. საწარმო ნედლეულს მიმდებარე 5 სოფლის მოსახლეობისგან იბარებს და დღეში 5 ტონა რძეს და 500 კგ ყველს აწარმოებს. 7 სახეობის ბრენდირებული ყველის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, სუპერმარკეტების ქსელში ხორციელდება; უახლოეს მომავალში იგეგმება ყველის ექსპორტი გერმანიაში.
„მთავრობამ სულ ახლახანს სოფლის განვითარების სტრატეგია წარადგინა. სტრატეგია სოფლებში წარმოების განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს, რაც სოფლის მოსახლეობის დასაქმებას უზრუნველყოფს და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეს აუმჯობესებს. საწარმოები, რომლებიც მოვინახულეთ, თავის გარშემო ფერმერებს აერთიანებს, მათგან იბარებენ რძეს და ქმნიან ქართულ პროდუქტს. სოფელ რატევანში, საწარმოში რძეს 700 ფერმერისგან იბარებენ, სოფელ დისველში კი, რძეს მთელი სოფელი, დაახლოებით 170-მდე მოსახლე აბარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების კუთხით და, საბოლოო ჯამში, სოფლებში კეთილდღეობის შექმნას და ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის მენეჯერი გიორგი ჯიბლაძე, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SCO) რეგიონული დირექტორი ოლივიე ბურკი; ავსტრიის განვითარების საბჭოს (ADC) ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი; ასევე, რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (СENN) წარმომადგენლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა