logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის მუნიციპალური საავტომობილო ბაზის პრეზენტაციას დაესწრო
დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის მუნიციპალური საავტომობილო ბაზის პრეზენტაციას დაესწრო
18:14 12.04.2017
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, დღეს მონაწილეობა მიიღო დიდ დიღომში, ახალი მუნიციპალური საავტომობილო ბაზის პრეზენტაციაში, რომელიც თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებულ შემადგენლობას მოემსახურება. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით 2016 წლიდან ახორციელებს თანამედროვე მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროექტს (,,თბილისის ავტობუსების პროექტი"), რომლის მიზანია ავტობუსების პარკის განახლება ევროსტანდარტების შესაბამისი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსებით.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, EBRD-ს და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდის (E5P)ყველა დონორს ფონდში შეტანილი წვლილისა და პროექტების მხარდაჭერისთვის და ასევე, მზაობისთვის მხარი დაუჭირონ საქართველოში ენერგოეფექტური და გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას. მისი თქმით, აღნიშნულ პროექტში 7 მლნ ევრო ევროკავშირის გრანტს წარმოადგენს, რაც არის საჩუქარი და ევროკავშირის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აღნიშნულ პროექტში.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ, EBRD-ის და აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდის მხარდაჭერით,შეძლო თბილისისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი „MAN“– ის 143 ავტობუსის შეძენა, რომლებიც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და აღჭურვილია ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე ძრავებით, რაც შედარებით მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს და არის სრულიად უსაფრთხო.
„აღნიშნული მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტის მხრივ და დარწმუნებული ვართ რომ გაზრდის თბილისში ურბანული ტრანსპორტის მობილობას, უსაფრთხოებას, კომფორტსა და ეფექტურობას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, “ეს არის შესაძლებლობა, რომ ქალაქში რეალურად დაიწყოს რეფორმები ტრანსპორტის მიმართულებით, რათა უფრო მეტად განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მოხდეს ჩვენი მოსახლეობის უკეთესი ხარისხით მომსახურება“ -აღნიშნა ქუმსიშვილმა.
პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, თბილისის მერი დავით ნარმანია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. ოფიციალური მისალმებების შემდეგ, საპატიო სტუმრებმა ავტობაზის მშენებარე ობიექტი დაათვალიერეს. 6 ჰა-ზე მდებარე ავტობაზის კომპლექსის მშენებლობა 13 მლნ ლარის ფარგლებში დაჯდება.
ავტოპარკი ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. პროექტში გათვალისწინებულია შემდეგი ობიექტების მშენებლობა: ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, საწვავგასამართი და გაზგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ობიექტები. ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს. ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი, რაც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გეგმიურ შეკეთებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა