logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პაატა ბაირახტარი: „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტებში, თბილისის ეკონომიკურ განვითარებაზე არაფერია ნათქვამი
პაატა ბაირახტარი: „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტებში, თბილისის ეკონომიკურ განვითარებაზე არაფერია ნათქვამი
13:30 12.04.2017
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარის განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში წარმოდგენილ დოკუმენტებსში, დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების ხედვებთან დაკავშირებით, არაფერია ნათქვამი.
ამის თაობაზე ბაირახტარმა აფბას მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, პირველადი ეკონომიკური შეფასებების წარმოდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ორგანიზაციამ შეისწავლა საპროექტო მომსახურების – ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების მიზნით, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ 2015–2016 წლებში წარმოდგენილი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურების სამი კვარტალური ანგარიში და მიიჩნევენ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, შემუშავების მოცემულ ეტაპზე, დედაქალაქის ეკონომიკურ რეალობას აცდენილია.
„არსებულ ანგარიშებში ვერსად შეხვდებით დედაქალაქში ეკონომიკური ზონების განვითარების ხედვას. ვერ მიიღებთ ინფორმაციას, თუ რას ფიქრობენ გენგეგმის ავტორები, თბილისის რომელ ნაწილშია უპრიანი ეკონომიკური ზონების განვითარება და რა სათანადო არგუმენტები არსებობს. შესაბამისად, ვერ ნახავთ ვერც საპროგნოზო მაჩვენებლებს, თუ რას გამოიწვევს ესა თუ ის ურბანული გადაწყვეტილება და ცვლილება ქალაქის ეკონომიკური მდგრადობის და განვითარების მიმართულებით. უნდა შეეწყოს თუ არა ხელი უკვე არსებული ეკონომიკური ზონებისა და ცენტრების განვითარებას და თანამედროვე ურბანული ტენდენციებთან მათ შესაბამისობაში მოყვანას. ანუ, ვერ ნახავთ ხედვას, თუ რამდენად უნდა იყოს გააზრებული და უნისონში მოყვანილი არქიტექტორული, სატრანსპორტო-საინჟინრო, საცხოვრებელი განაშენიანების, ეკოლოგიური და რეკრეაციული თუ სხვა ტიპის გადაწყვეტილება თბილისის, ქვეყნის მოსახლეობის 1/3-ის საცხოვრებელი ადგილის ეკონომიკური განვითარების მოთხოვნებთან“, - განაცხადა ბაირახტარმა.
გარდა ამისა, აფბას ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა, რომ არსებული კვარტალური ანგარიშები, რაც, სავარაუდოდ, საფუძვლად დაედება გენგეგმას, ვერ ჩაითვლება ე.წ. „თანხმობის დოკუმენტად“, რაზეც „სითი ინსტიტუტს“ პრეტენზია აქვს გაცხადებული, რამდენადაც დოკუმენტის შემუშავებისას საზოგადოების ჩართულობის პროცესი ნამდვილად ვერ ტოვებს დამაკმაყოფილებელ შთაბეჭდილებას. „უფრო მეტსაც გეტყვით, იმ ორგანიზაციას, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული დედაქალაქის გრძელვადიანი განვითარების გეგმის შედგენაზე, სადღეისოდ, საკუთარი ვებგვერდის მხოლოდ დასახელება გააჩნია - www.cig.ge. ამ ვებგვერდზე განთავსებული არაფერია. ძნელია ამისთვის დამთხვევის დარქმევა, რამდენადაც ეს ხდება მას შემდეგ, რაც გენგეგმასთან, მის შემუშავების პროცესთან, გამჭვირვალობასთან თუ კომპეტენციასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა“, - ამბობს ბაირახტარი.
მისივე განცხადებით, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვა„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონის იმპერატიული მოთხოვნას წარმოადგენს. თუმცა, დღემდე ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია დასკვნების გაკეთება, გენგეგმაში დაცული იქნება თუ არა კერძო და საჯარო ინტერესები პროპორციულად.
ბაირახტარის განცხადებით, ახალ გენგეგმასთან დაკავშირებით, აფბა უახლოეს მომავალში მრგვალი მაგიდის ფორმატის ღონისძიების ორგანიზებას გეგმავს. მისი თქმით, აღნიშნულ ღონისძიებაზე, სადაც „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული იქნებიან ეკონომიკის ექსპერტები და ანალიტიკოსები, გენგეგმის კონტექსტში თბილისის ეკონომიკის განვითარების მიმართულებები და შესაძლებლობები იქნება გახილული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა