საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ენის ფესტივალის დაწყებასთან დაკავშირებით
დღეს დედაენის ისტორიული გამოცემები გამოიფინება.
"ფესტივალის მიზანია ახალ თაობას მივცეთ ბიძგი: იფიქრონ, იაზროვნონ, წერონ და იკითხონ ქართულად. პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს ქართული ენის ისტორიას, მათთვის საინტერსო და სახალისო ფორმით მიაწვდიან.სწორედ ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში ენის კეთილ ელჩები შეირჩნენ - პირველი ქართული უნივერსიტეტისა და რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების 53 მოხალისე სტუდენტი, რომლებიც 1500 სკოლაში თითო სახალისო გაკვეთილს მესამედან მეთერთმეტე კლასელ მოსწავლეებისთვის ჩაატარებენ.გაკვეთილი ინტერაქტიულ თამაშს მოიცავს, რომლის საშუალებითმოზარდები დაინახავენ თუ რამდენად ხშირად გამოიყენება სალაპარაკო ენაში ქართული ენის დამახინჯებული ფორმები, ბარბარიზმები, კალკები და რამდენად აბინძურებენ ისინი ენას"-აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.
კონკრეტული აქტივობა მარტიდან დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

















