ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ხვალ, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის
ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდის გამარჯვებულებს გამოავლენს.
პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმებიან ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატიმა სუმარი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი.
ღონისძიება სასტუმრო თბილისი რუმსში 11:00 საათზე დაიწყება.

















