logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიმდინარე წელს თბილისში 10 ახალი ბაგა-ბაღი აშენდება
მიმდინარე წელს თბილისში 10 ახალი ბაგა-ბაღი აშენდება
18:59 11.04.2017
"ბავშვებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს თბილისის მერიამ არაერთი ღონისძიება გაატარა, მათ შორის, 7 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საბავშვო ბაღების გახსნის შედეგად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 3000-ზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა.

თბილისის მერის თქმით, ბაგა-ბაღების მშენებლობა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და 2017 წელს, თბილისში კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება.

„2016 წელს, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 4 დახურული ბაღი აღადგინა, განხორციელდა 2 ბაღის აღდგენა-რეაბილიტაცია, 13 ბაგა-ბაღში კი, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, რის შედეგადაც გაიხსნა 20 ახალი ჯგუფი და 700-ზე მეტმა აღსაზრდელმა შეძლო დარეგისტრირება. პარალელურად კეთილმოეწყო არაერთი ბაგა-ბაღის ეზო,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერის თქმით, 2016 წელს, 40-მდე საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებდა, სადაც 14000-მა აღსაზრდელმა მიიღო მომსახურება. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, გასული წლის იანვრიდან თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს დაემატა ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეცპედაგოგის შტატი.

„ალბათ გესმით, თუ რა ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, რამხელა შრომას უკავშირდება ჩატარებული სამუშაოები, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის სფერო, რომელშიც შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა