logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ნარმანია: გასულ წელს თბილისში 180 000 ხე-მცენარე დაირგო
დავით ნარმანია: გასულ წელს თბილისში 180 000 ხე-მცენარე დაირგო
18:29 11.04.2017
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოში 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატებს თბილისში გამწვანების კუთხით ჩატარებული ღონისძიებები გააცნო. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2016 წელს დედაქალაქის მასშტაბით 180 000 ხე-მცენარე დაირგო, თბილისსა და მის შემოგარენში კი, პირველად დაიწყო ნუშისა და ზეთისხილის ბაღების გაშენება.

თბილისის მერის თქმით, დიდი რაოდენობით ხე-მცენარის დარგვა გამგეობების მიერ შერჩეულ ტერიტორიებზე, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით მოხდა.

„გამწვანებაერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც დედაქალაქის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია. 2014 წლიდან დღემდე, თბილისსა და მის შემოგარენში სულ 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული. გარდა ამისა, გასულ წელს დედაქალაქში 30 ახალი სკვერი მოეწყო, ხოლო რეაბილიტაცია 249 სკვერს ჩაუტარდა. მათ შორისაა, იაპონური ბაღი - ბოტანიკურ ბაღში, რომელიც იაპონური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ. გავამწვანეთ და კეთილმოვაწყვეთ თამარაშვილის ქუჩის გზაგამყოფი ხეივანი, ასევე, ვერის პარკი და სხვა სკვერები. მნიშვნელოვანი გამწვანებითი ღონისძიებები ჩატარდა ე.წ. „ახალ გზაზე“,სადაც მიუხედავად ათასგვარი წინასწარი ვერსიისა, ნერგების უმრავლესობამ გაიხარა. ლისის ტბის ირგვლივსაფეხმავლო ბილიკი გავაკეთეთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერის თქმით, ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება და გამწვანების მიმართულებით არაერთი მასშტაბური ღონისძიება განხორციელდება.

თბილისის მერმა დასუფთავების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ დედაქალაქის მასშტაბით დღეს ჯამში 18 974 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული, აქედან 2800 ერთეული კონტეინერი შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 2016 წელს შეისყიდა. ნარმანიას თქმით, გასულ წელს შეძენილ იქნა 30 ერთეული თანამედროვე დამხმარე საშუალება და 5 ერთეული სპეციალური ტექნიკა. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი ტექნიკის შეძენა 2017 წელსაც იგეგმება. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ,,თბილისერვის ჯგუფი“ მერიის სისტემაში შემავალი ყველაზე გამართული უწყებაა.



„მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლიდან დღემდე, ქალაქში პირველად მოეწყო ინერტული (სამშენებლო) ნარჩენების 2 ნაგავსაყრელი და დაიწყო თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა